Associated Press: აშშ-ი ერაყში 4000 სამხედროს დატოვებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

Associated Press-ი ერაყის მთავრობის ორ მაღალიჩინოსანზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ერაყის მთავრობასა და საერთაშორისო კოალიციას შორის, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს, ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყს ამერიკელი სამხედროების 60 პროცენტი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 900 ჯარისკაციდან ქვეყანაში მხოლოდ 4 ათასი დარჩება, რომლებიც ერაყელ სამხედროებს გადაამზადებენ.

ამერიკის მთავრობამ ერაყიდან ჯარის გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია.