საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები მომავალ კვირას ბრიუსელში კიდევ ერთხელ განიხილება.
მმართველი გუნდი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის ემზადება. პრემიერის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას მოუსმენენ ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ნატოში. განსაკუთრებული ინტერესია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის მიმართ, სადაც უნდა შეაფასონ, როგორ ასრულებს ქართული მხარე 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ქართული დელეგაცია ერთი წლის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც კონკრეტულ გზავნილებს მოისმენს – ანუ, სად ხედავს ევროკავშირი პროგრესს და სად ხარვეზებს.