ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება ევროკავშირის ახალ ანგარიშში ხვდება.

ეს არის დოკუმენტი, სადაც შეფასებულია, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ 2020 წელს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულები. ევროკავშირი მთავარ გამოწვევად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს ასახელებს და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვის აუცილებლობაზე მიუთითებს. ქართულ ოპოზიციურ სპექტრს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ ამჯერად ამ ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ. პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში რეფორმებზე სამუშაოდ – ასეთია დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ანგარიში საქართველოში სხვადასხვანაირად წაიკითხეს.