როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მორიგი მონიტორინგის შედეგები გააცნეს.
ანგარიში ბოლო ერთი წლის მონაცემებს მოიცავს და მასში განსაკუთრებული აქცენტი გარემოს დაცვაზეა გაკეთებული. დოკუმენტის ავტორების აზრით, ეკოლოგიური მდგომარეობის შესაცვლელად ქვეყანაში არაფერი კეთდება. მთავრობის და პარლამენტის წევრებმა უფლებადამცველებისგან საყვედურები საჯარო სექტორში დასაქმების კუთხით გამოვლენილი პრობლემების გამოც მიიღეს. მიწვევის მიუხედავად, ანგარიშის პრეზენტაციას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაესწრო.