„ასოცირების ექვსი წელი საქართველოსთვის“ – კამპანიის დახურვის ცერემონია პარლამენტის თამარ მეფის დარბაზში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ციფრული საინფორმაციო კამპანია და ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები მაისში დაიწყო.