ამერიკა სირიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვებს უწესებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიაც შეიყვანა სასანქციო სიაში. საუბარია შეზღუდვებზე, რომელიც იმ სახელმწიფოებს დაუწესდათ, ვინც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ხსენებული აქტებით გამოყოფილი ნებისმიერი სახის დაფინანსება არ შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.