აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

რუსეთი ამერიკის კრიტიკის ადრესატი კიდევ ერთხელ ხდება. სრული აბსურდი და პროპაგანდის ნათელი მაგალითი, – ასე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უარი განაცხადა საერთაშორისო სემინარიაში მონაწილეობაზე, რომელიც თბილისში სწორედ ლუგარის ცენტრშია დაგეგმილი.

ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ არსებულ კითხვებზე რუსი სპეციალისტები პასუხებს სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში მიიღებენ.