აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას, – განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. „შეთანხმებას“, რომელსაც რეალურად ძალა არ აქვს და საერთაშორისო შეთანხმებას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში უცვლელია: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო საზღვრებს,“ – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.