აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის წერილი ზურაბიშვილს - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს. მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას. შეერთებული შტატები, სამ ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და ნატო-ში. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია კამალა ჰარისის წერილში, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი თბილისში ეხმაურება.