2021 წლისთვის დონალდ ტრამპი დაფინანსებას რამდენიმე მიმართულებით ამცირებს.
ფისკალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგარეო დახმარებაზე, გარემოსდაცვით პროგრამებზე, სტუდენტურ სესხებსა და სოციალურ პროექტებზე წინა წლებთან შედარებით ნაკლები თანხა გაიცემა. შემცირდება მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც. 4 ტრილიონი დოლარით განსაზღვრულ ფინანსურ დოკუმენტში გაზრდილია თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსება. სოლიდური ფინანსური სახსრები გამოიყოფა კორონავირუსთან ბრძოლისთვისაც.
ბიუჯეტის პროექტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს რუსეთისა და ჩინეთისთვის.