აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
უზრა ზეიას გზავნილები მეორე დღეა, პოლიტიკურ სპექტრში შეფასების თემაა. ამერიკა უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ზიანს აყენებს ქართველ ხალხს, – შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ამ კრიტიკულ გზავნილებს შეფასებები უკვე მოჰყვა. უზრა ზაიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ამერიკის პოზიციის შესახებ ვრცელი კომენტარი მედიასთან გააკეთა.
ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებებს იზიარებს და გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.