აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მკაფიო გზავნილი ნატო-ს სამხედრო ბაზიდან თბილისს და გაფრთხილება მოსკოვს. მაიკ პომპეო რუსეთის მისამართით განსაკუთრებით მწვავეა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურა აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა ამერიკის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებასაც ემუქრება.
ვაშინგტონის გაძლიერებული მხარდაჭერის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონგრესის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი რეზოლუციების ფონზე, ოპონენტები და პოლიტოლოგები მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.