აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძისთვის სანქციების დაწესება კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის განცხადებით, აღნიშნული კიდევ ერთი მკაფიო გაფრთხილებაა ამერიკის მხრიდან, მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილებას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის აზრით, აღნიშნულის მიზანი არჩევნებზე გავლენის მოხდენაა.