აშშ-ს მოწოდება რუსეთს

აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა,  მოგრან ორტაგუსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.  „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები. უკანასკნელ ათწლეულში საკუთარი არალეგალური, ბოროტი ქმედებით, რუსეთმა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა“ – ვკითხულობთ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.