ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი საპორტო ვიზიტით ბათუმს ესტუმრა. ეკიპაჟს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში. მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში ჩატარდება ორმხრივი წვრთნები აშშ-ს მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური მიღების შემდეგ, დაგეგმილია ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის.