ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა მიიღო. მიზეზად პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მაკკეიბის უკიდურესად მიკერძოებული და სუბიექტური დამოკიდებულება, ასევე გამოძიების პროცესში მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.
მაკკეიბი აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა. მის თანამდებობიდან გათავისუფლებას დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ფაქტი დადებითად შეაფასა.