მსოფლიო ლიდერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დონალდ ტრამპის დღევანდელი განცხადება.
ის არის პირველი პრეზიდენტი ამერიკის უახლეს ისტორიაში, რომელმაც ისრაელსა და სირიას შორის წლების განმავლობაში სადავო ტერიტორიაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა გოლანის მაღლობზე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება დღემდე ისრაელის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს.
თეთრი სახლის ლიდერის დღევანდელი ნაბიჯის შემდეგ სირიის მოკავშირე ქვეყნები ახალი კონფლიქტის საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ეს არის ტრამპის მხრიდან უკვე მეორე პრეცედენტული გადაწყვეტილება ისრაელთან დაკავშირებით. გაპრეზიდენტებიდან მალევე დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების უმწვავესი რეაქციები მოჰყვა.