აშშ ქურთების შეიარაღებულ შენაერთს, „ხალხთა დაცვის გაერთიანებას“ იარაღით აღარ დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები ქურთების შეიარაღებულ შენაერთს, „ხალხთა დაცვის გაერთიანებას“ იარაღით აღარ დაეხმარება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„ხალხთა დაცვის გაერთიანებამ“, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, სირიაში თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ვაშინგტონი ჯიჰადისტების წინააღმდეგ მებრძოლ ქურთულ შენაერთებს ბოლო წლებში ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა და იარაღით ამარაგებდა.

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე სირიის კრიზისი,ამერიკა-თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა და სოჭში გამართული სამიტის დეტალები იყო.