შეერთებულმა შტატებმა ირანს, შესაძლოა, ახალი სანქციები დაუწესოს. მიზეზი ირანის ხელისუფლების მიერ 15-მდე ქალაქში, მასობრივი საპროტესტო აქციების დარბევაა. თეთრი სახლი ირანში მიმდინარე პროცესებს “სახალხო ამბოხად” აფასებს, რის გამოც, გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი, უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს საგანგებო სხდომების მოწვევას აპირებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სოციალურ ქსელებზე არსებული შეზღუდვა მოხსნას. პარალელურად კი, ირანის პრეზიდენტმა საფრანგეთის ლიდერს თხოვნით მიმართა, მიეღო გადამწყვეტი ზომები იმ ირანულ პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ და ოპოზიციურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ახორციელებენ.