აშშ-ის კონგრესში ტრილიონიანი ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ტრილიონიანი ბიუჯეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. ბიუჯეტის კანონპროექტზე მსჯელობა რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდაცვისა და სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, თავდაცვის ბიუჯეტი 13%-ით გაიზარდა.

ახალი ბიუჯეტის პროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის თანხის გამოყოფასაც ითვალისწინებს. საქართველოს, დახმარების სახით, 105-ზე მეტი მილიონი დოლარი გამოეყოფა, ხოლო უკრაინას – 420-ზე მეტი მილიონი.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა აღნიშნული კანონპროექტი ახალი ეპოქის დასაწყისად შეაფასა.

კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოებისთვის 46 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.