აშშ-ის კონგრესმა "რესპუბლიკური პარტიის" საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნა - რა წერია დოკუმენტში
აშშ-ის კონგრესმა “რესპუბლიკური პარტიის” საიდუმლო ჩანაწერები გამოაქვეყნა. დოკუმენტები გამოძიების ცენტრალურ ბიუროს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
საიდუმლო ჩანაწერების მიხედვით, ფედერალური ბიურო ტრამპის თანაშემწეს, დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გარეშე საიდუმლოდ უთვალთვალებდა.
წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტისა და პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამტკიცებული საიდუმლო ჩანაწერების მიხედვით, ფედერალურმა ბიურომ და იუსტიციის დეპარტამენტმა მოსამართლეს არ უთხრეს, რომ ორდერის გამამართლებელი გარემოებების ნაწილი სადავო დოსიეს ეყრდნობოდა, რომლის ნაწილი დაფინანსებული იყო მეტოქე ჰილარი კლინტონის კამპანიის მიერ.