მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოში მყოფი მაღალი რანგის სტუმრების შეხვედრების დღის წესრიგში მოექცა. თბილისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია სტუმრობს.
მმართველ გუნდთან, საპარლამენტო ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან შეხვედრებზე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და ოკუპაციის მძიმე შედეგებიც განიხილეს.
საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობასაც.
ვიზიტის პირველ დღეს კონგრესის თანამშრომლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.