აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისა და ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი სიმბოლური ხასიათისაა, რადგან კენჭისყრამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი განაცხადა. 25-ე შესწორება უფლებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. შესწორების მეოთხე ნაწილი საშუალებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის უმრავლესობას, გამოაცხადოს პრეზიდენტი მოვალეობის შესასრულებლად უუნაროდ.
მოამბე