ვლადიმერ პუტინი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს, რადგან მისი არმია სამხედრო წარუმატებლობას განიცდის, – აცხადებს ამერიკის თავდაცვის მდივანი. ლოიდ ოსტინის თქმით, დღეს რუსული ჯარები არ არიან ეფექტიანი ადგილზე მანევრების თვალსაზრისით და ძირითადად გაჩერებული არიან.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკრაინელებმა გამოიჩინეს „მნიშვნელოვანი მონდომება“, ეფექტიანად გამოიყენეს შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი და აღჭურვილობა. შესაბამისად, გაანადგურეს მტრის გეგმები. მანამდე ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვა.