ამერიკის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნებს შორის მოხვდა.
აშშ-ის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წინასწარი ვარიანტი გამოქვეყნებულია. პროექტი საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ჩანაწერს მოიცავს. გათვალისწინებულია სამხედრო დახმარება და ფინანსური ხელშეწყობა რუსეთის მზარდი გავლენების შესამცირებლად. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია პარტნიორების პოტენციალის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოება. საერთო ჯამში საუბარია 170 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანაზე უნდა გადანაწილდეს.