აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი – შეფასებები 

12:13, 24.07.2026

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც საქართველოს შესახებ ჯო უილსონის ინიცირებულ შესწორებებს შეიცავს, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. პროექტს 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 212-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, თავდაცვის მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც მომზადებული იქნება სადაზვერვო წყაროებისა და მეთოდების დაცვის მოთხოვნების შესაბამისად; შეისწავლიან საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებს. შეფასდება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის ფორმები. კანონის ძალაში შესასვლელად მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

მსგავსი