არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

10:55, 24.11.2026

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა რას ალ-ჰაიმაში მოხდა.

„როიტერი“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

სამინისტრო გარდაცვლილთა ვინაობისა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი