აშშ-ის სენატში ისტორიული კენჭისყრა დასრულებულია.
ამერიკელი კანონმდებლების მიერ ორი მუხლით გასამართლებულმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა შეინარჩუნა – დემოკრატების მიერ ინიცირებულმა იმპიჩმენტის პროცედურამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ასეთი შედეგი მოსალოდნელიც იყო, რადგან წარმომადგენელთა პალატისგან გასხვავებით, სენატს ტრამპის გუნდი აკონტროლებს. ბილ კლინტონისა და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრა.
თეთრი სახლის ლიდერი, რომელსაც ოპონენტები უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლას ედავებიან, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.