აშშ-ის სენატის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

ახალი რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში.

პროექტის ავტორი რონ ჯონსონია და მას მხარს კიდევ ოთხი სენატორი უჭერს. დოკუმენტის მიხედვით, სენატი საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება სწრაფად შეასრულონ და ერთად იმუშაონ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. რეზოლუციაში საუბარია სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე, როგორც სასამართლო სისტემაში, ისე საარჩევნო მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღებაა გამახვილებული, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების პროცესში რუსული ძალისხმევაა. სენატში ინიცირებულ რეზოლუციას მწვავე გზავნილად აღიქვამენ ოპოზიცაში, მმართველი გუნდში კი შტატების მაღალ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მიანიშნებენ.