ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება.
შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში იმართება. ამის შემდეგ მაიკ პომპეო უკვე მთავრობის კანცელარიაში გადაინაცვლებს, სადაც პრემიერ-მინისტრთან გამართავს აუდიენციას. როგორც ცნობილია, ოფიციალური ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებია.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგის და გაკეთებული განცხადებების შესახებ ანა ბროლაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.