საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი დასრულდა.
მაიკ პომპეო ქვეყნის პირველ პირებთან ერთად დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორის ნაწილს შეხვდა. მდუმარე აქციით დახვდა ამერიკელ მაღალჩინოსანს ოპოზიცია. პარტიების წარმომადგენლებთან სახელმწიფო მდივანს შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონია. მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. ის ისრაელში გაემგზავრა, თუმცა თბილისში დარჩა მისი მოადგილე, რომელიც ოპოზიციის წევრებს შეხვდა.
მნიშვნელოვანი ვიზიტის დეტალები მარიამ სეთურიძის სიუჟეტში.