„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს გამოეხმაურა თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. ტოდ რობინსონი საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც სასტუმრო რედისონში იმართება.
„ქალები პოლიციაში“- საერთაშორისო კონფერენციის მეათე საიუბილეო გახსნის ღონისძიებას ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც ესწრება.