აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი უკვე დასრულებულია. მაღალი რანგის სტუმარმა ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა და სამი მთავარი გზავნილი გაახმოვანა: ამერიკა უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი ავრცელებს,– ამბობს უზრა ზეია და აღნიშნავს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ზიანს აყენებს ქართველ ხალხს.

გზავნილებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. კიდევ ერთი პუნქტი, – ეს არის მხარდაჭერა სამართლიანი, თავისუფალი არჩევანის უფლების, ასევე შეკრების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ პარტიებს, მესამე სექტორს, პრეზიდენტს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდა. ასევე შეხვედრა გაიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამასთან, მაღალი რანგის სტუმარი წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა.