ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. უზრა ზეია ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფება, მანამდე კი შეხვედრა გამართა საარჩევნო თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვიზიტის დასრულებამდე და საქართველოდან სომხეთში გამგზავრებამდე, აუდიენციას გამართავს საქართველოს პრემიერთან.
თათია ტაბეშაძე განავრცობს თემას.