რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენის თქმით, „ნატო არ შეჭრილა უკრაინასა და საქართველოში, ნატო არ ახორციელებს ძალების პოზიციონირებას მოლდოვაში მისი ხალხის ნების წინააღმდეგ, ეს არის საკითხები, რომელიც რუსეთმა ბოლო წლებში ჩაიდინა. „გასული ორი ათწლეულის განმავლობაში სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნის არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტთა მკვლელობის მცდელობისთვის. ეს უცხო ქვეყნის მიწაზე ჩაიდინა, დაარღვია შეიარაღების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები, გავიდა დიდი ხნით ადრე შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომებიდან. ასე რომ, ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვაპირებთ წამოვჭრათ რუსეთთან ეს და სხვა საკითხები მომდევნო პერიოდში. რუსეთს აქვს შეშფოთებები, რომელსაც მოვუსმენთ, ჩვენ გვაქვს შეშფოთებები და აუცილებელია, რომ რუსეთმა მოისმინოს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ვიპოვით დიპლომატიურ გზას ამ საუბრების საშუალებით“, – განაცხადა ბლინკენმა.