აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონღოლეთშია. ენტონი ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ბატმუნხ ბაცეცენგს შეხვდა. მისი თქმით, მონღოლეთი ცენტრალური პარტნიორია რეგიონში და აშშ-სა და მონღოლეთს საერთო დემოკრატიული ღირებულებები და ინტერესები აერთიანებთ. ულანბატორში ვიზიტისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიდგომა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თავის მხრივ, მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მონღოლეთს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ორივე მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან და ჩინეთთან და ახლა ქვეყანა თავის არაპირდაპირ მეზობლებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიისწრაფვის.