სააკაშვილის ლობირების საქმე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილის განცხადებით, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში. ამის შესახებ ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკულმა მხარემ გამოითქვა შეშფოთება მედია საშუალებებისა და პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საელჩო სააკაშვილის ლობირების საკითხში მოანწილეობდა.