ყოფილი საბჭოთა კავშირიდან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენამ უზრუნველყო ამ სამი ქვეყნის სუვერენიტეტი და უფლება, გაატარონ საგარეო პოლიტიკაში საკუთარი ინტერესები, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ერევანსა და ბაქოს შორის პირდაპირ დიალოგს, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეერთებული შტატები მოუწოდებს მხარეებს გამართონ შეხვედრა ნებისმიერ ფორმატში.