საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. ოფიციალური წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიებს სამართლებრივი გზების გამოყენებისკენ და ამისთვის პარლამენტში შესვლისკენაც მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტში თქვეს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა ხარვეზები, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას მაიკ პომპეოს მოადგილე თბილისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან განიხილავს.
სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს ქართველი პოლიტიკოსების პოზიციებს.