აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

„რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აღვივებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ, სია გრძელია – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის“, – ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების კონცენტრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წარსული ქმედებების გათვალისწინებით, აშშ სკეპტიკურად უდგება რუსეთის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინასთან მობილიზებული ძალები წვრთნებში მონაწილეობენ.