აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, კონფლიქტის დარეგულირებას გაართულებს. „ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დასახლებების სამთავრობო მხარდაჭერის ისრაელის პროგრამა არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და აბრკოლებს სამშვიდობო საქმეს. თუმცა ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ სასამართლოს მოსაზრების მოცულობა გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას“, – ნათქვამია დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პარასკევს გამოაცხადა, რომ ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაცია და იქ აშენებული დასახლებები უკანონოა და უნდა დასრულდეს, თანაც რაც შეიძლება მალე.