ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის საქმეს და ისინი მონიტორინგს განაგრძობენ. კითხვა ეხებოდა ამერიკის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, მისცენ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.