რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ვაგნერის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებას გადადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის წყაროს თანახმად, „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციების გადადება განპირობებულია იმით, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კონფლიქტში მხარედ გამოჩნდეს.