საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და შედეგები. სანქციების დაწესების გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს სუვერენიტეტის დასაცავად – ეს განცხადებები გაკეთდა ირაკლი კობახიძის მხრიდან ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სანქციები განიხილეს. აღნიშნული ისევ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სანქციები ქართველი ხალხის გვერდში დგომით არის განპირობებული. პარტია „გირჩისთვის“ კი გაუგებარია, რატომ დაასანქცირა შტატებმა სპეცრაზმელები და არა დავალების გამცემები.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს, სანქციები კი არ არის ის ენა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთში საუბრობენ.