რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს ამერიკის საელჩოც, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში შემოიჭრა და ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობისთვის მუშაობას გააგრძელებს.