აშშ-ის საელჩო, ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას იზიარებს და ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია. აშშ-ის საელჩო მიესალმება ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას და „კოვიდ-19“ პანდემიის დროსაც კი, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისადმი გამოვლენილ ერთგულებას.