მომავალი საპრეზიდენტო დებატების პირობებზე დაობენ დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბები.
კამალა ჰარისის გუნდი ითხოვს, რომ, ტრამპისა და ბაიდენის დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად მიკროფონები მთელი ეთერის დროს ჩართული იყოს და არ გამოირთოს ოპონენტის საუბრის დროს. ტრამპის შტაბის უფროსმა მრჩეველმა, განაცხადა, რომ ისინი უკვე შეთანხმდნენ იმავე პირობებზე, რაც „სიენენის“ ეთერში ივნისის დებატების დროს იყო. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მას ურჩევნია, მისი მიკროფონი ჩართული იყოს, თუმცა შეთანხმება იყო, რომ წესები არ შეიცვლებოდა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ თავის ახალ მეტოქესთან დებატებისთვის დიდად არ ემზადება.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის სატელევიზიო დებატები 10 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.