აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

ამერიკის პრეზიდენტი ვარშავაში ჩავიდა. კიევში ვიზიტის შემდეგ, ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქიდან პოლონეთის სასაზღვრო ქალაქში მატარებლით გაემგზავრა, საიდანაც თვითმფრინავით ვარშავაში გაფრინდა. პოლონეთში ჯო ბაიდენი პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე შეხვდება უკრაინელ ლტოლვილებს. ამასთან, ჯო ბაიდენს დაგეგმილი აქვს შეხვედრა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიდერებთან. ევროპაში ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის წლისთავს უკავშირდება.