აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაერო-ს კენჭისყრა მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალია: „დღეს მსოფლიოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ – ერებმა ყველა რეგიონიდან, დიდმა თუ პატარამ, იდეოლოგიებისა და მთავრობების ფართო სპექტრით, ხმა მისცეს რათა დაეცვათ გაერო-ს წესდება და დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის უკანონო მცდელობა. 143 ერი დადგა თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს. მხოლოდ ოთხმა აირჩია რუსეთის მხარე.“
ბაიდენის თქმით, გაერო-ს წესდების ძირითად პრინციპებზე თავდასხმით, რუსეთი ანადგურებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ამ ომიდან თითქმის რვა თვის შემდეგ, მსოფლიომ აჩვენა, რომ ის უფრო ერთიანი და მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს მის დარღვევებზე.