აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

შეერთებული შტატებს ავღანეთიდან შეიარაღებული ძალები გამოჰყავს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკული კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1 მაისს დაიწყება და  11 სექტემბრისთვის დასრულდება.  ბაიდენის თქმით,  აშშ-მა ავღანეთში მის მიზანს 10 წლის წინ მიაღწია, როდესაც  2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია განახორციელა. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკული ძალები ქვეყანაში მომდევნო 10 წლის ვადით კიდევ დარჩნენ, ამ დარჩენის მიზეზი კი სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ისინი განაგრძობენ ავღანეთის მხარდაჭერას და ამისკენ მოუწოდებენ რეგიონულ ლიდერებსაც. ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ნატოს,  მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს გასული 20 წლის განმავლობაში გამოვლენილი სოლიდარობისა და გაღებული მსხვერპლისთვის.

მოამბე